18 ნოემბერი 2024,   04:22
ვრცლად
ნატოს თემაზე 700-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა

"ნატოს დღეები 2019-ის" ფარგლებში მასწავლებლებისთვის ორდღიანი სემინარი "ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის" გაიხსნა.

სემინარში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებიდან პედაგოგები მონაწილეობენ. ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები ექსპერტებს, სამთავრობო სტრუქტურების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორის თამარ წულეისკირის განცხადებით, პროექტის ფარგლებში ნატოს თემაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 700-ზე მეტი პედაგოგი გადამზადდა.

"ეს გახლავთ ორდღიანი სემინარი, რომლის ფარგლებშიც რაჭა-ლეჩხუმის და სვანეთის რეგიონებიდან და ასევე თბილისიდან მასწავლებლები გაეცნობიან და მიიღებენ ინფორმაციას, როგორც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ევროპული ფასეულობების შესახებ. მათ საშუალება ექნებათ კითხვები დასვან და მიიღონ პასუხები სხვადასხვა ექსპერტებისგან,“ -  აღნიშნა თამარ წულეისკირმა.

 

დღის ამბები