27 აპრილი 2024,   02:17
ვრცლად
ბოლნისში ქმარმა ცოლი მოკლა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა. შემთხვევა სოფელ ტალავერში მოხდა. გარდაცვლილ ქალბატონს სამი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში "კურიერს" მომხდარი დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.

გარდაცვლილი ქალის მეუღლე პოლიციამ უკვე დააკავა.

დღის ამბები