11 ოქტომბერი 2024,   21:05
ვრცლად
"რა თქმა უნდა, ამერიკელებს აქვთ ინტერესი შავ ზღვაზე... ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს" - დავით ზალკალიანი

არის თუ არა ამერიკელების ადგილი შავ ზღვაში - ამ თემასთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწია. დავით ზალკალიანს დეპუტატები "მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ. საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეკითხვა "თიბისი ბანკის" და მოძრაობა "ლელოს"  დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადების კონტექსტში დაუსვეს. რამდენიმე დღის წინ, ტელეეთერში მამუკა ხაზარაძემ ბიძინა ივანიშვილთან საუბარი გაიხსენა. 

"რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში," - ეს იყო ფრაზა, რომელიც მამუკა ხაზარაძის თქმით, მას ივანიშვილმა უთხრა და ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

"კითხვის იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებული იყო მამუკა ხაზარაძის განცხადებებთან, პასუხს ვერ გავცემ და ეს არის სპეკულაციები, რაც შეეხება თავად ამერიკელების ინტერესებს, დიახ, რა თქმა უნდა, ამერიკელებს აქვთ ინტერესი შავ ზღვაზე და როგორც აქამდე იყო, მომავალშიც იქნება შავი ზღვა და მთლიანად რეგიონი აშშ-ის ინტერესის არეალში.

რა თქმა უნდა, ანაკლიის პროექტი უნდა განხორციელდეს. საქართველოს ხელისუფლება რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ეს არაერთხელ იქნა დადასტურებული, საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტში შეტანილი გვაქვს ეს პროექტი,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები