06 ოქტომბერი 2024,   07:32
ვრცლად
ბრექსითი შედგა - ბრიტანეთი ევროპულ ოჯახს 31 დეკემბერს დატოვებს

ლონდონსა და ბრიუსელს შორის ორწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა. დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსიტთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია. ახალი დოკუმენტი ბრიტანეთისა და ევროკავშირის პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ.

ჯონსონი ვარაუდობს, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მისი პარლამენტი შეთანხმებას მოიწონებს. ჯონსონის ოპონენტებს შეთანხმების ის პუნქტი არ მოსწონთ, რომლის თანახმადაც ჩრდილოეთი ირლანდია იურიდიულად დიდი ბრიტანეთის საბაჟო ზონაში შედის, თუმცა ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვარზე საქონლის გადაადგილებაზე ტარიფები მაინც დაწესდება და ის დე ფაქტო ევროკავშირის საბაჟო ზონაში რჩება.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 31 დეკემბერს დატოვებს.

დღის ამბები