06 ოქტომბერი 2024,   08:54
ვრცლად
მეთიუ ბრაიზას ინტერვიუს ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან
მეთიუ ბრაიზას ინტერვიუს ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან შეფასებები მოჰყვა. ყოფილ დიპლომატს გია ვოლსკი და გიგა ბოკერია გამოეხმაურნენ.
 
ვოლსკის თქმით, გერმანიის უარყოფით ჭრილში ხსენება საქართველოსთვის წამგებიანია. იდეის შესახებ კი თვლის, რომ მოსალოდნელი საფრთხეები თავად საქართველომ უნდა გათვალოს. 

"პირველადი წინადადება იყო გერმანიის სქემის მოხსენიებით, რაც ნამდვილად საქართველოსთვის მომგებიანი თემა არ არის. გარდა ამისა ნატოს წესდებასთან დაკავშირებით, საკმაოდ მკაფიო გამონათქვამები ჰქონდათ თავად ნატოს მაღალ წარმომადგენლებს. ამ იდეის ავტორმაც თქვა, რომ თავად უნდა გათვალოს საქართველომ საფრთხეები," - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

"რაციონალური გამოსავალი იქნა ნაპოვნი, ისე რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა შენარჩუნებულია საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ თან ნატოში ვართ და არაოკუპირებული ნაწილი დაცულია საქართველოსი, აქ პირში წყალი ჩაიგუბეს და თავის მართლება დაიწყეს, რითაც გააძლიერეს პროპუტინული ნაწილის ნარატივი,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

მეთიუ ბრაიზა რასმუსენის იდეას იზიარებს და ფიქრობს, რომ ეს გეგმა საქართველოს ნატოს კარს გაუხსნის და მას უსაფრთხოების გარანტიას მისცემს. იდეა, რომელზეც რასმუსენმა თბილისში ისაუბრა, საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ითვალისწინებს და ამავე დროს ნატოს მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით არ გავრცელდება. ინტერვიუში მეთიუ ბრაიზამ ისაუბრა თუ როგორ ეწინაარმდეგებოდა გერმანია საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას.

 

დღის ამბები