რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი "ჰარი-ჰარალე დედაო" ოსკარზე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების კატეგორიაში მოხვდა.
ამ კატეგორიაში სულ 32 სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმია, მათგან საუკეთესოებს კი 2020 წლის 13 იანვარს გამოავლენენ და სწორედ ისინი გააგრძელებენ ფინალურ ბრძოლას ოსკარისათვის.
"ჰარი-ჰარალე დედაო" 2018 წელს მხატვარ, რეჟისორსა და მწერალ რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა. ანიმაციური ფილმის რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი ლევან გაბრიაძეა.