თურქეთი ქურთებს შეთანხმების 20-ჯერ დარღვევაში ადანაშაულებს და სამხედრო ოპერაციის განახლებით იმუქრება.
ქურთებმა თურქეთ-სირიის საზღვრიდან ჯარის გაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს. ქურთი მებრძოლები საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით გადაინაცვლებენ.
მანამდე კი, თურქეთმა ქურთებს მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციის საშუალება უნდა მისცენ. ქალაქ რას-ელ-აინიდან მოსახლეობის ევაკუაცია დღეს იგეგემება.