11 სექტემბერი 2026,   21:56
ვრცლად
"უხერხულია, როცა იუსტიციის საბჭოს წევრი მოქალაქეებთან დაჯდომას უკადრისობს"- ოხანაშვილი დოლიძეს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს გამოეხმაურა. ოხანაშვილის თქმით, ანა დოლიძის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კომიტეტის სხდომაზე, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, არ შეუშვეს, ტყუილია.   

"უხერხულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მხრიდან ასეთი ტყუილის გავრცელება და ტირაჟირება. ის საუბრობს, თითქოს უნდოდა დარბაზში შემოსვლა და არ შეუშვეს. ასეთი რამ არ მომხდარა. თუკი ვინმეს აქვს დასწრების სურვილი და ადგილები აქ არ გვაქვს თავისუფალი, ვთავაზობთ აქვე, დარბაზში, აივანზე დასწრების უფლებას. შესაბამისად, მასაც, ისევე როგორც ყველა სხვას, შევთავაზეთ აქ დასწრების საშუალება. როგორც ჩანს, იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა. ძალიან უხერხულია საბჭოს წევრის მხრიდან, რომ მოქალაქეებთან დაჯდომას უკადრისობს,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის ფარგლებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის მოსმენა მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები