სოფელ ჯავახში, გიორგი ადუაშვილის მკვლელობის საქმის ახალი გარემოებები ხდება ცნობილი. დაკავებულის ადვოკატი და ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მამის მიერ ჩადენილი მკვლელობისთვის შვილი დააკავეს.
"სამართლიანობას მოვითხოვ, ჩემი შვილი უდანაშაულოა, ჩემი მეუღლე აღიარებს, რომ მას აქვს დანა. მოვიდა პროკურატურიდან შეტყობინება, რომ მათ ჰყავთ ერთადერთი ეჭვმიტანილი და ეს არის გიორგი ბალახაძე,"- აცხადებს დაკავებულის დედა ელენე ციხელაშვილი.
"სასამართლოს მიმდინარეობის დროს მამამ აღიარა მის მიერ ჩადენილი მკვლელობა. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ შეჰპირდნენ, მის შვილს მოგერიების ფარგლებში წაუყენებდნენ ბრალს, მოწმე დათო ბალახაძე ითხოვს გამოძიების დაწყებას მის მიმართ,"- აღნიშნავს ადვოკატი ნონა ფილაური.
შეგახსენებთ, პოლიციამ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავახში მომხდარი მკვლელობის ბრალდებით გიორგი ბალახაძე დააკავა. თავდაპირველად მამის ჩვენებაში ეწერა, რომ ადუაშვილი მისმა შვილმა მოკლა, თუმცა როგორც ახლა დაკავებულის მამა ამბობს, მკვლელობა მან ჩაიდინა.