ბათუმის ნავსადგურში ამერიკის საზღვაო ხომალდი "USS Porter-ი" (DDG 78) შემოვიდა, ხომალდი Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს წყალქვეშა ნავების და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია. მისი სიგრძე 154 მეტრია. ეკიპაჟი 321 ადამიანისგან შედგება. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები ისტორიულ ადგილებს მოინახულებენ.
აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები საერთაშორისო კანონების შესაბამისად შავ ზღვაში ხშირად ოპერირებენ. ხომალდი "USS Porter-ი" ესპანეთის როტის ნაწილს წარმოადგენს და აშშ-ის მე-6 ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალის მრავალმხრივ მისიებში მონაწილეობს, რითიც ხელს უწყობს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.
ამერიკული სარაკეტო ხომალდის ვიზიტის მიზანი საქართველოსთან, როგორც პარტნიორ ქვეყანასთან საზღვაო სფეროში ურთიერთობის განმტკიცებაა.