მზადება ოსკარისთვის - "შინდისის" შემოქმედებითი ჯგუფი ლოს-ანჟელესში მიემგზავრება.
მხატვრული ფილმი, რომელმაც ვარშავაში ორი პრიზი უკვე აიღო, ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმების ნომინაციის ხუთეულში მოსახვედრად იბრძოლებს.
შემოქმედებითი ჯგუფი "შინდისს" კინოინდუსტრიაში მოღვაწე წრეებს და მაყურებელს პირადად გააცნობს. მოხვდება თუ არა ოსკარის ნომინაციების ხუთეულში რეალურ ამბავზე დაფუძნებული ქართული ფილმი, ეს 10 დეკემბერს გაირკვევა.