14 სექტემბერი 2026,   07:58
ვრცლად
სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმე - ომბუდსმენი თამთა თოდაძეს შეხვდა

სავარაუდო სექსუალური ძალადობის მსხვერპლ თამთა თოდაძეს და მის ადვოკატს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნინო ლომჯარიამ უშუალოდ მათგან მოისმინა საქმესთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის, გამოძიების ეტაპზე არსებული შესაძლო ხარვეზები.

გარდა ამისა, ომბუდსმენი კიდევ ერთხელ მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას საქმის სრულყოფილი შესწავლისთვის, გამონაკლისის სახით დაუშვან სახალხო დამცველის აპარატისთვის საქმის მასალებზე წვდომა. ამ მოთხოვნაზე საგამოძიებო უწყებამ ომბუდმენს უარი ერთხელ უკვე უთხრა.

შეგახსენებთ, თამთა თოდაძე საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემაში ადანაშაულებს.

 

  

დღის ამბები