14 სექტემბერი 2026,   07:57
ვრცლად
მიხეილ კალანდიას ადვოკატი სასამართლო სხდომების გასაჯაროებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული მიხეილ კალანდიას პროცესი გაიმართება.

პროცესი ბრალდების მოწმეების გამოკითხვით და მტკიცებულებების შესწავლით გაგრძელდება.

ადვოკატი საზოგადოებივი ინტერესიდან გამომდინარე სხდომების გასაჯაროებას ითხოვს. მან ამ მოთხოვნით  გენერალურ პროკურორს უკვე მიმართა.

დაკავებულს, დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.

ოჯახი და ადვოკატი კალანდიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

დღის ამბები