ომბუდსმენის განცხადებით, რუსმა ჰაკერმა იაროსლავ სუმბაევმა სახალხო დამცველის აპარატს დახმარებისთვის მიმართა. ნინო ლომჯარიას განმარტებით, პატიმრის ინფორმაციის საფუძველზე აპატარმა საქმის შესწავლა დაიწყო.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, რუს ჰაკერს, რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში სიკვდილით დასჯა არ ემუქრება.
"მას ჰქონდა მიმართული სახალხო დამცველისთვის. ჩვენ გადავამოწმეთ და რამდენადაც ვიცი, ექსტრადირების შემთხვევაში, ის არ დაექვემდებარება სიკვდილით დასჯას, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გადავამოწმეთ. სხვა მიმართვა ან განცხადება ჩვენი მისამართით არ ჰქონია და არ შეგვიძლია უფრო მეტის გაკეთება," - განმარტა ომბუდსმენმა.