"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები გრიგოლ ვაშაძე და დავით კირკიტაძე სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წევრებს შეხვდნენ, მოგვიანებით კი სოფელ იანეთს ესტუმრნენ.
პარტიის ოფისში შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნებისთვის მოსამზადებელი და კამპანიის წარმოებისთვის აუცილებელი საკითხები განიხილეს.
სოფელ იანეთში მიმდინარე შეხვედრაზე პარტიის ლიდერებმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს.