რუსი ჰაკერი იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირება უკვე განხორცხიელდა. სუმბაევი რუსეთის მხარეს ლარსის გამშვებ პუნქტზე დღეს გადასცეს.
ჰაკერის ადვოკატი, ვანო ნორაკიძე "კურიერთან“ ექსტრადირების პროცედურების დარღვევებზე საუბრობს და სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოგზავნილ ახალ დოკუმენტს ასაჯაროვებს.
ადვოკატი იუსტიციის მინისტრს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს და თეა წულუკიანის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აანონსებს.
სტრასბურგი აგზავნის ახალ გადაწყვეტილებას, სადაც წერია, რომ "მან არ შეაჩერა სუმბაევის ექსტრადიცია, მაგრამ მიიღო სარჩელი წარმოებაში და უახლოეს პერიოდში ის მიიღებს შემაჯამებელ გადაწყვეტილებას“.
"ეს წერილი იუსტიციის მინისტრისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი, მაგრამ მას სათქმელი სხვა აღარაფერი ჰქონდა და გამოვიდა და დაიწყო ტყუილების ლაპარაკი და ჭორაობა. წულუკიანი დაეყრდნო სტრასბურგის 2 თვის წინანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ძალაში აღარ არის. ახალი გადაწყვეტილება კი 15 ოქტომბერსაა მიღებული. სუმბაევის გატაცების საქმეში საქართველოში მონაწილეობდნენ პოლიციელები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მისაცემი,“ - აღნიშნა ადვოკატმა.