22 დეკემბერი 2024,   09:00
ვრცლად
"როცა პატიმრობაში მყოფ ადამიანს პატიმრობა შეუფარდეს"- რუსი ჰაკერის ადვოკატი სახელმწიფოს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში სუმბაევის წინააღმდეგ ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო. საქმე ეხება 2017 წელს სუმბაევის მხრიდან საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთასსუმბაევის ადვოკატის ვახტანგ კვიჟინაძის განცხადებით, პროკურატურამ ბრალის წაყენების დრო საექსტრადიციო პატიმრობის ვადის ამოწურვამდე განგებ გააჭიანურა. 

"მეცხრე თვის ფაქტობრივად ბოლო დღეს წაუყენეს ბრალი და შეუფარდეს პატიმრობა შიდა საქმეზე. ეს არის პირდაპირი დარღვევა არამარტო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომ პატიმრობაში მყოფ ადამიანს პატიმრობა შეეფარდა,"- განაცხადა ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ. 

​საქმის პროკურორი ვასილ სამხარაძე აცხადებს, რომ შემდეგი პროცესი 10 დღეში ჩაინიშნება, რის შედეგადაც გაირკვევა ჰქონდა თუ არა სუმბაევს ყალბი დოკუმენტაცია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. 

შეგახსენებთ, რომ რუსი ჰაკერი იაროსლავ სუმბაევის რუსეთში ექსტრადირება დღეს განხორციელდა.

დღის ამბები