ქუთაისელი ტაქსის მძღოლი თბილისში დააჯარიმეს. როგორც დღეს ხვიჩა მამასახლისმა ბრიფინგზე განაცხადა, მისი დაჯარიმების მიზეზი ტაქსის ფერი და მასზე განთავსებული სტიკერები გახდა. მამასახლისის თქმით, რამდენიმე დღის წინ, მოქალაქემ ტაქსი გამოიძახა და თბილისში წაიყვანა, თუმცა ავტომობილის ფერისა და მასზე განთავსებული კერძო კომპანიის რეკლამის გამო 200 ლარით დაჯარიმდა.
ხვიჩა მამასახლისის თქმით, მას 125-ლარიანი შეკვეთა ჰქონდა და 200 ლარით დაჯარიმდა. მამასახლისი ამბობს, რომ ქუთაისიდან დედაქალაქის მიმართულებით გადაადგილებისას, გზაში საპატრულო პოლიციამ გააჩერა და უთხრა, რომ თბილისში შესვლის ნება არ ჰქონდა. ქუთაისელი ტაქსის მძღოლი ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ ის უსამართლობის მსხვერპლია.
ფაქტს პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია გამოეხმაურა. გოგი წულაიას თქმით, ეს არის კონსტიტუციის დარღვევა, რადგან ადამიანს ქალაქიდან ქალაქში გადაადგილება თავისუფლად უნდა შეეძლოს. წულაია მოუწოდებს ხელისუფლებას, ნუ უზღუდავს მოსახლეობას თავისუფლებას და რეგულაციის გამო სხვა ქალაქში დასაქმებულ ტაქსის მძღოლებს ნუ აზარალებს.
კერძო კომპანია "მაქსიმში", მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.