18 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
"ამერიკული ჯარი საქართველოში - დიახ, ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება..." - ლუკ კოფი მორიგ კომენტარს აკეთებს

საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი ლუკ კოფი, რომელმაც ცოტა ხნის წინ სირიიდან წამოსული ამერიკული ჯარის საქართველოში განთავსების შესაძლებლობაზე twitter-ზე დაწერა, სოციალურ ქსელში ამავე თემაზე მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ის ამ იდეის დეტალებს აკონკრეტებს:

"რამდენიმე შენიშვნა:

რამდენადაც მე ვიცი, ეს არ განიხილება აშშ-ის ხელისუფლების მიერ.

ბევრი ამბობს "როგორ იქნება ლოჯისტიკის მხრივ?" ეს 750კმ-ია - ვფიქრობ ამერიკელი სამხედროები ამას დაძლევენ.

ვინც ამბობს - "როგორ იქნება საქმე თურქეთთან", არ იცნობენ თურქეთ-საქართველოს ურთიერთობას.

დიახ, ეს რუსეთის შეკავებასაც ეხება," - წერს ანალიტიკოსი.

შეგახსენებთ, წინა სტატუსში, რომელიც უკვე გახდა ქართველი პოლიტიკოსების განხილვის თემა, ლუკ კოფი საუბრობდა იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატების ჯარი, რომელიც სირიას ტოვებს, შესაძლებელია საქართველოში გაიგზავნოს და "ჰორიზონტს მიღმა" ძალად იქცეს, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს გაძლიერების შემთხვევაში სწრაფად უპასუხებს.

ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ შტატებს ახალქალაქში ძველი რუსული ბაზის გამოყენება შეუძლია, რომელიც ქალაქ რაქადან 740 კილომეტრითაა დაშორებული. მისი თქმით, ამჟამად საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი.

დღის ამბები