"თიბისი" ბანკის დამფუძნებლების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება - ამ წუთებში პროცესი საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს და მას სამივე ბრალდებული: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელიც ესწრება. წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობენ.
როგორც პროცესზე შესვლამდე მამუკა ხაზარაძემ მედიასთან აღნიშნა, პროკურატურა არა სამართალს, არამედ ბიძინა ივანიშვილს ემსახურება.
"დამთავრდება სრული კრახით ეს შოუ. ეს დაქირავებული პროკურორები, რომლებიც ემსახურებიან ბიძინას, ეს ყველაფერი დასრულდება. ვეძებოთ პრობლემა იმაში, რაშიც არის, დღეს პრობლემებია ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, საბუთები და ტრანზაქციები ეროვნულ ბანკში," - განაცხადა ხაზარაძემ.
პროკურატურამ 2018 წლის 2 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო.