"კამპანია ტყვეობაში მყოფი დათვების დასახმარებლად" - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ცხვარიჭამიაში მურა დათვები მოინახულეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის კარლო ამირგულაშვილის განცხადებით, კამპანიის მიზანი, საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი მურა დათვების დახმარება და საკვები პროდუქტით უზრუნველყოფაა.
"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო კამპანია იმისათვის, რომ ჩვენ ამ ტყვეობაში მყოფ ცხოველებს დავეხმაროთ და ასევე გვაქვს ინიციატივა, რომ დავაინტერესოთ კერძო და ბიზნეს-სექტორი იმისთვის, ჩაერთონ ამ ძალიან მნიშვნელოვან კამპანიაში,“- განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
ღონისძიებაში რამდენიმე მსხვილი სუპერმარკეტი უკვე ჩაერთო, დახმარებისა და დისტანციური მეურვეობის სურვილი დათვებზე არაერთმა კომპანიამ და ფიზიკურმა პირმა გამოთქვა.