19 აპრილი 2024,   23:15
ვრცლად
ვითარება საოკუპაციო ხაზთან - ევროპელი დამკვირვებლების გატაცების შემდეგ რუსი ოკუპანტები ადგილზე აღარ გამოჩენილან

უკვე რამდნეიმე დღეა საოკუპაციო ხაზთან სიმშვიდეა. ევროპელი დამკვირვებლების გატაცების შემდეგ, ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები აღარ გამოჩენილან, თუმცა დამკვირვებლების ინციდენტმა ადგილობრივები შეაშინა.

ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტებისთვის საოკუპაციო ხაზთან მიახლოება შეზღუდულია. პერიმეტრზე უსაფრთხოებას ქართველი პოლიციელები იცავენ. ადგილობრივი მოსახლეობა კი ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფელ ატოცის მსგავსად, მედიას გადაადგილება ჩორჩანას მიმართულებითაც შეზღუდული აქვს. პერიმეტრზე უსაფრთხოებას ქართველი პოლიციელები იცავენ.

საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ გართულდა, რაც ე.წ. საზღვრიდან 4 საერთაშორისო დამკვირვებელი დააკავეს.

დღის ამბები