19 აპრილი 2024,   04:30
ვრცლად
მტკვარში 75 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გუშინ, გვიან ღამით, 75 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მარჯვენა სანაპიროზე, 300 არაგველის მემორიალის მიმდებარედ, შემთხვევა მეთევზეებმა შენიშნეს და მაშველებს შეატყობინეს. ნაპოვნია მამაკაცის პირადი ნივთები და ტანსაცმელი.

მისი მდინარიდან ამოყვანა მყვინთავების საშუალებით მოხდა. ამ დროისთვის უკვე დადგენილია, რომ დაღუპული მარნეულის მკვიდრია. 

ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები