13 სექტემბერი 2026,   07:53
ვრცლად
შსს-ს მშენებარე კორპუსზე დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია

მშენებლობაზე დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებული ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

როგორც ჰოსპიტლის დირექტორი ირაკლი გოგინავა აცხადებს, დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 

"მამაკაცი შემოიყვანეს პოლიტრავმით, დაზიანებული ჰქონდა ელენთა, ღვიძლი, ძვლების მასიური ტრავმა ჰქონდა. ბარძაყი, წვივი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა,  ასევე წინა მხარი ჰქონდა მოტეხილი, ჩაუტარდა გადაუდებლად ინტრავენული  სისხლდენის შეჩერება, ძვლების და მენჯის ფიქსაცია, წინა მხრის და ბარძაყის ფიქსაცია,   მისი მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ მართვადი, იმყოფება მართვით სუნთქვაზე და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე ემუქრება,"- განაცხადა ირაკლი გოგინავამ.

დაშავებული აზერბაიჯანის მოქალაქეა, მას  მშენებლობაზე მუშაობა ერთი კვირის დაწყებული ჰქონდა. 

სამშენებლო სამუშაოებს კომპანია "თ მ" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ასრულებს. 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები