რუსთავში სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი ლოკალიზებულია
30-10-2019 19:02
ძლიერი ხანძარი იყო რუსთავში, ძველ სასაფლაოებზე. ცეცხლი ბალახს მოეკიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანძრო მანქანა მუშაობდა.
რუსთავში ძველი სასაფლაოები დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.