21 დეკემბერი 2024,   17:07
ვრცლად
"მოვუწოდებთ დე ფაქტო რეჟიმს, მოხდეს გამშვები პუნქტების გახსნა" - ელიზაბედ რუდი

"ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც შეშფოთებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით და ჰუმანიტარული მდგომარეობით, რომელიც დრო და დრო უფრო მწვავდება," - განცხადება ამის შესახებ აშშ-ს შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ელიზაბედ რუდმა გააკეთა.

რუდის თქმით, რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილი ქალი სიტუაციის მსხვერპლია და ამიტომ რეჟიმმა უნდა გახსნას გამშვები პუნქტი.


"ადამიანი, რომლიც გარდაიცვალა, რა თქმა უნდა, მიემატება იმ ტრაგიკულად დაღუპულთა სიას, როგორიც იყო ბაშარული, ოთხოზორია, კვარაცხელია და ა.შ. ვინც ამ სიტუაციას ემსხვერპლა. სწორედ ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო რეჟიმს, მოხდეს გამშვები პუნქტების გახსნა, რათა ხალხს შეეძლოს მიმოსვლა, არა მხოლოდ სამედიცინო დახმარების მიღებისთვის, არამედ ზოგადად ურთიერთობისთვის, მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის,"- ამბობს რუდი.

დღის ამბები