20 ივნისის საქმეზე დაკავებული 5 პირიდან ერთ-ერთმა ცოტნე ცოტნიაშვილმა სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარა და ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ბრალდებულმა განმარტა, რომ ის თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო.
ცოტნე ცოტნიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ბრალდებულის თქმით, მას ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, რასაც არ აღიარებს. გირაოთი გათავისუფლებული მხოლოდ სპეცრაზმელზე ძალადობას ადასტურებს.