13 სექტემბერი 2026,   01:38
ვრცლად
"დაეწია და მანქანაში მჯდომარეს დასცა იარაღი" - სოფელ მირზაანის რწმუნებული, შვილის დაჭრის შესახებ სხვა ვერსიას ჰყვება

კახეთში მომხდარი დაპირისპირების შესახებ, დაჭრილი კობა თარაშვილის მამა, მომხდარის შესახებ ჟურნალისტებს სხვა ვერსიას უყვება. სოფელ მირზაანის რწმუნებულ აკაკი თარაშვილის განცხადებით, დაკავებულმა მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, კონფლიქტის შემდეგ კი დაკავებულმა კობა თარაშვილს ინციდენტის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში, მანქანაში მჯდომარეს ესროლა.

"შევიდა საწყობში ორი ტომარა ხორბლის საყიდლად, თან ჩემს შვილს ხელში ეჭირა ცარიელი ტომრები, აბა საიდან ავავსოვო, აი იქ სავსე ტომრები არის და იქიდან წაიღეო და ეს ის არ არის, რაც მე მინდაო და ხომ არ შეგეშალათო უთხრა ჩემმა შვილმა, მე კი არა შენ გეშლება, თუ არ გინდა აახვიე აქედანო უთხრა მაჭარაშვილმა, თუ არ გინდა შენი დედაცო და ამის შემდეგ ჩემმა შვილმა მარჯვენა ხელი გაარტყა და წაიქცა მაჭარაშვილი. კობა წამოვიდა, დაჯდა მანქანაში, მძღოლის გვერდზე, წამოვიდა 700- 800 მეტრში ბირჟა იყო და იქ გააჩერეს მანქანა, რომ ეკითხათ თუ ვის ჰქონდა ხორბალი გასაყიდი, დაეწია მანქანით მაჭარაშვილი, მივიდა დასცა მანქანაში მჯდომარეს იარაღი და გაიქცა,"- ამბობს დაჭრილის მამა აკაკი თარაშვილი.

დღის ამბები