ქუთაისის ეპარქიის ახალ მიტროპოლიტს ბაგრატის საკათედრო ტაძარში ხვალ ელოდებიან. გადაწყვეტილება, რომ მეუფე იოანე ქუთაისის ეპარქიას უხელმძღვანელებს, სინოდის სხდომაზე მიიღეს.
მანამდე მიტროპოლიტი იოანე რუსთავისა და მარნეულის ეპარქიას მართავდა, თუმცა ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, კალისტრატეს გარდაცვალების შემდეგ ეპარქიაში დროებით მმართველად დაინიშნა. სასულიერო პირი მთავარეპისკოპოსის წოდებით 2010 წელს დაჯილდოვდა.
"ის თავის მსახურებით გამორჩეულია, ეს გამორჩევა კი დამსახურებულია იმ დიდი სიყვარულით, რაც მას აქვს მრევლთან და სამღვდელოებასთან,"- ამბობს ქუთაისის ბაგრატის საკათედრო ტაძრის წინამძღოლი მამა გიორგი (ნებიერიძე).
"მისასალმებელია, რომ ისეთი ღირსეული პიროვნების, როგორიც ქუთათელ გაენათელის მიტროპოლიტი მეუფე კალისტრატე გახლდათ, მის ტახტზე ღირსეული პიროვნება მობრძანდება მეუფე იოანეს სახით,"-აცხადებს ბეჟან ხურციძე ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.