18 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ქუთაისის სასამართლომ 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ძმის მკვლელობასა და მეზობლის დაჭრაში ბრალდებულ პირს ქუთაისის სასამართლომ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. შემთხვევა 2019 წლის 1 თებერვალს,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში მოხდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შენახვასა და ტარებაში  ბრალდებული გ.ფ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2019 წლის 1 თებერვალს, გ.ფ.-მ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტოთუბანში,   ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა და ატარებდა, მეზობელს კ.ბ-ს  ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, ხოლო ურთიერთშელაპარაკებისას შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ძმას-დ.ფ.-ს თავის არეში ესროლა. მიღებული დაზიანების შედეგად დ.ფ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ფ. იმავე დღეს დააკავეს, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დღის ამბები