11 სექტემბერი 2026,   23:20
ვრცლად
კრიმინალური ავტორიტეტის მინდია ლავასოღლის ოჯახი ბათუმში თურქეთის საელჩოსთან აქციას მართავს

ე.წ კანონიერი ქურდის მინდია გორაძე ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმში თურქეთის საელჩოსთან აქციას მართავენ.

ოჯახი ამბობს, რომ მინდია გორაძე უკვე 1 წელია რაც თურქეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება, თუმცა მას თურქეთის ტერიტორიაზე არაფერი დაუშავებია. ლავასოღლის ახლობლების თქმით, გორაძე თურქეთის ციხეში არაადამიანურ პირობებში იმყოფება, არ აქვს ოჯახთან კომუნიკაციის შესაძლებლობა და სხვა აუცილებელი საჭიროებები. ოჯახი თურქეთის კონსულთან შეხვედრას და განმარტებებს ითხოვს, - რის გამო დააკაა თურქულმა მხარემ მინდია გორაძე. ლავასოღლის ადვოკატის განცხადებით, მინდია გორაძეს თურქეთში ბრალი წაყენებული არ აქვს, იგი საპყრობილეში გაურკვეველი მიზეზებით რჩება.

"ქართული მხარე ამბობს, რომ არაფერ შუაშია, თურქული მხარე მიზეზებს ვერ გვეუბნება, რატომ არის მინდია გორაძე დაპატიმრებული, ჩვენ გვინდა კონსულისგან მოვითხოვოთ ინფორმაცია, რა არის უკანონო პატიმრობაში ყოფნის ფაქტობრივი მიზეზი,"- განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ოჯახი ასევე ითხოვს ქართულმა მხარემ მისი მოქალაქის, მინდია გორაძის ექსტრადირება მოითხოვოს.

"საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის თურქეთის ციხე მძიმეა, რელიგიური ფაქტორებიც განაპირობებს ამას, ჩვენ ვითხოვთ პატიმრის გათავისუფლებას, თუ ქართულ მხარეს აქვს პრეტენზია, საქართველომ მიხედოს საკუთარ მოქალაქეს"- ამბობს მინდია ლავასოღლის და ირინა ლავასოღლი.

დღის ამბები