18 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
60 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს - საოკუპაციო რეჟიმის მიერ "დატყვევებული" ქალის ოჯახი დახმარებას ითხოვს

60 წლის ქალს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, საოკუპაციო რეჟიმი თბილისში გადმოყვანაზე ამ დრომდე უარს ეუბნება. თამარ გიგაური ცხინვალის ადგილობრივ საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც მკურნალობის არანაირი პირობები არ არსებობს.

დაშავებული ქალის ძმისშვილი ამბობს, რომ დროის გაწელვა თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცუდად აისახება. ახლობლის თქმით, დაშავებული სხვადასხვა დაავადებების და პრობლემების მატარებელია, რომელიც თანდათან თავს იჩენს და შესაბამისად რაც უფრო მალე მოხდება მისი გადმოყვანა, მით უფრო მალე გამოჯანმრთელდება. თამარ გიგაურის ძმისშვილის თქმით, პაციენტს თბილისში სამკურნალოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოუშვებენ, როდესაც მისი მკურნალი ექიმების დასკვნის მიხედვით პაციენტის ადგილზე მკურნალობა შეუძლებელი იქნება.

60 წლის ქალი გუშინ 7 მეტრის სიღრმის ჭაში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო.

დღის ამბები