04 მაისი 2024,   11:50
ვრცლად
მაშველებმა ქუთაისში ორი მოზარდი გადაარჩინეს

მაშველებმა ქუთაისში თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის სანაპიროზე, გვირაბში დარჩენილი ორი მოზარდი გადაარჩინეს. 

არასრულწლოვნები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

შს სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოზარდების დასახმარებლად, შეტყობინება 112-ზე შევიდა.

უწყების ცნობით, ორივე მოზარდი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველებმა უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დღის ამბები