28 აპრილი 2024,   20:47
ვრცლად
"ყველა ერთხმად აღიარებს თქვენს უმაღლეს პროფესიონალიზმს" - ირაკლი ღარიბაშვილი ავღანეთში ქართველ სამხედროებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მაზარ-ი-შარიფში, ბაგრამსა და ქაბულში მდებარე სამხედრო ბაზებზე დისლოცირებული ქართველი მშვიდობისმყოფელები მოინახულა.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სამხედრო მაღალჩინოსნებთან გამართა, სადაც ყურადღება ავღანეთში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, სტაბილურობის გაძლიერებაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილსა და მათ პროფესიონალიზმზე გამახვილდა.

"მთელი ქვეყანა ამაყობს თქვენით, თქვენ ემსახურებით ჩვენს სამშობლოს და ძლიერებას. არაერთი შეხვედრა მქონდა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებთან. ყველა ერთხმად აღიარებს თქვენს უმაღლეს პროფესიონალიზმს და თავდადებას. ის სიტყვები, რაც მოვისმინე ამ ორი დღის განმავლობაში ავღანეთში, კიდევ ერთხელ მიმყარებს იმ სიამაყის გრძნობას, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს. მადლობას გეუბნებით სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ სამშობლოსათვის ეწევით," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები