18 ნოემბერი 2024,   06:46
ვრცლად
კახეთში ავარია მსხვერპლით დასრულდა

ერთი ადამიანი გარდაიცვალა და სამი მძიმედ დაშავდა კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. 

თელავი-ყვარლის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოძრავი "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. 

თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილიც და დაშავებულებიც 23 წლამდე ახალგაზრდები არიან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.

წინასწარი ინფორმაციით, ავარია გადაჭარბებულმა სიჩქარემ გამოიწვია. 

დღის ამბები