18 ნოემბერი 2024,   06:27
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პირველი ეტაპი დასრულდა

ჭყონდიდის ეპარქიაში, სოფელ სალხინოში,  გადაბარების პროცესი დასრულდა.

ცხრა წევრისგან შემდგარმა  კომისიამ  სამი ობიექტი აღწერა. სასკოლო სემინარიის, ღვინის მარნის და პატრიარქის რეზიდენციის ინვენტარიაზაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა. აღწერის შემდეგ შესაბამისი ოქმებიც გაფორმდება.

კომისიის წევრის, არქიმანდრიტ დავით კემულარიას თქმით, სამუშაოები ეტაპობრივად სხვა ობიექტებზე გაგრძელდება და სავარაუდოდ, გადაბარება ორ კვირაში დამთავრდება.

დღის ამბები