12 სექტემბერი 2026,   22:51
ვრცლად
ვინ არის ძალადობის მსხვერპლი - დეპუტატ სოფიო კილაძეს ყოფილი მეუღლე საპასუხო ბრალდებას უყენებს

ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ბრალდებასთან დაკავშირებით
სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია, მას არა და ვერ დავთმობ. მით უმეტეს, როდესაც არცერთი მიზეზი და საფუძველი არ არსებობს იმის, რომ ჩემს შვილთან თვეში 24 საათი მაინც არ გავატარო," - განაცხადა ავთანდილ ხარაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას. 

ავთანდილ ხარაძის განცხადებით, მისი და ბავშვის უფლებები პირიქით, სოფიო კილაძის მხრიდან ირღვევა, რომელიც ამ დრომდე ოფიციალურად მის მეუღლედ ითვლება.

ხარაძის განმარტებით, სოფიო კილაძის მიერ ტელეეთერით გაკეთებულ კომენტარებს წინ უძღოდა  შვილთან დაკავშირებული უთანხმოება, რასაც დედის მიერ ბავშვზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლა მოჰყვა.

როგორც უფლებადამცველი დეპუტატის სოფო კილაძის ყოფილი მეუღლე აცხადებს, ის საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ყველანაირ სამართლებრივ ფორმას გამოიყენებს.

დღის ამბები