18 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის მაგალითზე უნდა ისწავლონ, როგორი დასასრული აქვთ გამყოფ ხაზებს - გერმანიის ელჩი

ცხინვალსა და მოსკოვში  პასუხისმგებელმა პირებმა უნდა ისწავლონ ბერლინის კედლის მაგალითი, კედლის ნგრევიდან 30 წლის შემდეგ მათ კარგად უნდა გაიაზრონ, თუ როგორი დასასრული აქვს ასეთ გამყოფ ხაზებს, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა.

ელჩის შეფასებით, გამყოფ ხაზთან ჰუმანიტარული პრობლემებია შექმნილი.

"ჩვენს ქართველ კოლეგებთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, აგრეთვე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან ერთად ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუ რა ხდება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან.

ვადევნებთ თვალს ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შედეგად მიღებულ შედეგებს, განსაკუთრებით კი ოძისში, რომელიც ახლახან გერმანიის  პრეზიდენტთან, ბატონ შტაინმაიერთან ერთად მოვინახულეთ.  ფაქტი, რომ ადამიანებს აკრძალული აქვთ გადაადგილება, მათ შორის, სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევებშიც, ნათლად აჩვენებს, რომ ეს გამყოფი ხაზი არის ჰუმანიტარული პრობლემა, რომ მას არაჰუმანური საფუძველი აქვს.

ამიტომაც ვამბობთ, რომ  ცხინვალში და მოსკოვში ამ ყველაფერზე პასუხისმგებელმა პირებმა უნდა ისწავლონ ბერლინის კედლის მაგალითი, კედლის ნგრევიდან 30 წლის შემდეგ მათ კარგად უნდა გაიაზრონ, rოგორი დასასრული აქვს ასეთ გამყოფ ხაზებს," - აღნიშნა ელჩმა.

დღის ამბები