18 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, სასულიერო პირებთან დაკავშირებით შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყოს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საგამოძიებო უწყებას საპატრიარქოს გარშემო ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას სთხოვს.

მათ შორის, საუბარია შესაძლო სექსულური შევიწროების ფაქტებზე.

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სსკ-ის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს. მოვუწოდებ სამართადამცველ ორგანოებს დაინტერესდნენ და დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ასევე, მოვუწოდებ ყველა იმ პირს, რომლისთვისაც ცნობილია აღნიშნული სავარაუდო ქმედებების თაობაზე, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცველ ორგანოებს," - განაცხადა დღეს ნინო ლომჯარიამ.

მისივე ინფორმაციით,  სახალხო დამცველის აპარატმა შს სამინისტროს წერილობით უკვე მიმართა.

დღის ამბები