სახლი, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბავშვობა გაატარა, აუქციონზე გაიყიდება.
ნიუ იორკში მდებარე 5 ოთახიანი ბინა, 1940 წელს, აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის მამამ, ფრედ ტრამპმა ააშენა.
სახლმა აშენებიდან დღემდე არაერთი მფლობელი გამოიცვალა. თებერვალში ბინა 3 მილიონ ამერიკულ დოლარად შეფასდა. ტენდერი 14 ნოემბერს დასრულდება.