21 დეკემბერი 2024,   18:17
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიამ ქვეყანაში არ შეუშვა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დიმიტრი მედოევს, რომელიც ავსტრიაში სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის სემინარზე დასწრებას აპირებდა, ავსტრიამ უსაფრთხოების მიზნით ქვეყანაში შეშვებაზე უარი უთხრა.

როგორც დე ფაქტო უწყების ვებ-გვერდი იტყობინება, მედოევს 7-10 ნოემბერს დაგეგმილ სემინარში მონაწილეობაზე უარი 6 ნოემბერს უთხრეს. მედოევი ავსტრიულ რაიხენაუში გამართულ სემინარზე, მოხსენებით გამოსვლას გეგმავდა, თემაზე- "სამხრეთ ოსეთი: ისტორია და თანამედროვე რეალიები".

სემინარი - "რეგიონალური სტაბილურობა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში" უსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტის "პარტნიორობა მშვიდობისათვის" მიერ არის ორგანიზებული და ავსტრიის ეროვნული თავდაცვის აკადემიის და და ავსტრიის თავდაცვის სამინისტროს უსაფრთხოების სამმართველოსთან თანამშრომლობით იმართება. სემინარს  საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლები ესწრებიან.

საოკუპაციო რეჟიმი მომხდარ ფაქტში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს რომ ამ ქმედებით, დისკრედიტირებულია კვლევითი ინსტიტუტის ავტორიტეტიც, რომელიც ამ სემინარის ორგანიზატორი იყო.

დღის ამბები