21 დეკემბერი 2024,   18:13
ვრცლად
უბედური შემთხვევა ბათუმში - მუშის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა

უბედური შემთხვევა ბათუმში და მშენებლობაზე დაღუპული კიდევ ერთი მუშა - 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, შრომითი უსაფრთხოების წესები დარღვევა გახდა. მამაკაცი, 26 მაისი ქუჩაზე მდებარე, სამშენებლო კორპუსის გარე ფასადზე მუშაობდა, რა დროსაც ამწე გაწყდა და დაახლოებით, მეათე სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა.

ექიმების თქმით, 23 წლის მამაკაცის, მრავლობითი სახის, სიცოცხლისთვის შეუსაბამო მოტეხილობები აღენიშნებოდა.

"სამღებრო სამუშაოები მიმდინარეობდა, გაწყდა ამწე და ჩამოვარდა ორი მუშა. ერთი საბედნიეროდ გადარჩა, მეორე უგონო მდგომარეობაშია," - ამბობს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის საპროექტო სამსახურის უფროსი, ირაკლი მოქია.

შემთხვევას ჰყავს თვითმხილველები. მათი განცხადებით, 23 წლის მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მუშა, თუმცა მან შენობაში შესვლა მოასწრო. 

"მე რომ გამოვიხედე, ერთი ადამიანი ძირს ეგდო და მეორე აივანზე ჩაკეცილი უყურებდა ამას და ცუდად გახდა. სასწრაფომ სანამ გადმოვარდნილი წაიყვანა, ის კაცი ჩაკეცილი ზემოდან უყურებდა და სავარაუდოდ, ცუდად გახდა ამის დანახვით," - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 

 

 

 

დღის ამბები