21 დეკემბერი 2024,   18:29
ვრცლად
ჭიდაობისას მეუფე პეტრეს ხელში რომელიღაც ეპისკოპოსის წვერებიც შერჩა - მამა შალვა სინოდის სკანდალურ სხდომაზე

ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა შალვა კეკელიამ "კურიერთან" სინოდის სკანდალური სხდომის დეტალებზე ისაუბრა. მამა შალვა ირწმუნება, რომ მეუფე პეტრემ პატრიარქისკენ გაიწია, რის შემდეგაც მას სხდომა ძალით დაატოვებინეს.

"მეუფე პეტრემ პირდაპირ გაიწია პატრიარქზე, წარმოიდგინეთ. მეუფე შიო ჩამდგარა შუაში როგორც მე ვიცი, მეუფე იაკობიც მგონი და გაიყვანეს მერე ძალით. ვიცი, რომ წვერებში მოჰკიდა ხელი, ერთ-ერთი ეპისკოპოსი იხსენებს, რომ წვერები ჰქონდა ერთ-ერთი ეპისკოპოსის ხელშიო და ზუსტად რომლის იყო, არ ვიცი. ამ ჯაჯგურში თვითონაც იწევდა. მეუფე იაკობს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია. როდესაც ეს ხმაური და ყვირილი დაიწყო ყოფილმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, დაცვამ იმ წუთშივე შეაღო კარი, მაგრამ მეუფე თევდორემ იმ წუთშივე გაუშვა დაცვა. ეპისკოპოსებმა მერე ძალით გამოიყვანეს მეუფე, ნახეთ კიდევაც კუკნულ ბარტყულიც კი შემოტრიალებული ჰქონდა ამ ჭიდაობაში. მადლობა ღმერთს, რომ ხელით არავინ შეხებია,"- განაცხადა მამა შალვამ.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომაზე  ჭყონდიდის ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გათავისუფლებული იქნა ეპარქიის მმართველობიდან და წმინდა სინოდის წევრობისგან, აეკრძალა მღვდელმოქმედება და გამწესებული იქნა მონასტერში მოსანანიებლად. სხდომიდან გამოსულმა მეუფე პეტრემ ეკლესიაში არსებულ მამათმავლობის ცოდვასთან დაკავშირებით სკანდალური განცხადება გააკეთა.

ამავე თემაზე
დღის ამბები