ლუფთანზას ბორტგამცილებლები 2 დღით გაიფიცნენ, ბორტგამცილებლები ხელფასისა და პენსიების გაზრდას ითხოვენ.
პროტესტის გამო ხუთშაბათსა და პარასკევს გერმანული ავიაკომპანიის 1 300 რეისი გადაიდო.
კომპანიის ავიარეისები არ შესრულდება ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებიდან. მგზავრებს ლუფთანზა ალტერნატიულ რეისებს სთავაზობს.