თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრდა - საუბარია მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის გაფიცვის უფლების შეზღუდვაზე.
საქალაქო სასამართლოს გასული წლის მაისის გადაწყვეტილებით, ელექტრომატარებლების მემანქანეებს გაფიცვაში მონაწილეობა მათი სამუშაო საათების განმავლობაში არ შეუძლიათ. ამ ფაქტს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს EMC-ი და მას ადამიანის უფლებების შეზღუდვად მიიჩნევს.