13 სექტემბერი 2026,   08:41
ვრცლად
რამდენად წარმატებულია მართლმსაჯულების მესამე ტალღა - EMC სასამართლო სისტემის რეფორმას აფასებს

რამდენად წარმატებულია მართლმსაჯულების მესამე ტალღა - სასამართლო სისტემის რეფორმას EMC აფასებს.

მთავარ რეკომენდაციად არასამთავრობო ორგანიზაცია დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნის საჯაროობას და დისციპლინირების პროცედურებს ასახელებს. კვლევაში მოყვანილია რეფორმის დადებითი ასპექტებიც.

ანგარიშის დეტალებზე საუბარს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი დღეს აპირებს.

"გარკვეული პრობლემები კვლავაც არსებობს კანონმდებლობაში და კვლევაში რეკომენდაციების სახით არის წარმოდგენილი ამ პრობლემის გადაჭრის გზები. ერთ-ერთი რეკომენდაცია არის ის, რომ უფრო მეტი გამჭვირვალობა შემოვიდეს ამ პროცესში და საჯარო იყოს ინსპექტორის მიერ მომზადებული საქმის მასალები, ცხადია პერსონალური მონაცემების დაშტრიხვით. ასევე, უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს ზოგადად დისციპლინირების პროცესი," - განაცხადა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა გურამ იმნაძემ.

დღის ამბები