უკრაინის ავტოკეფალიის აღიარება - უკვე ერთი წელია საზოგადოება ქართული ეკლესიის პასუხს ელოდება.
სინოდის რამდენიმე წევრი ბოლო თვეების განმავლობაში საპატრიარქოს ღიად მოუწოდებს, აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. ეს პოზიცია მათ საკვირაო ქადაგებებში პერმანენტულად ისმის.
დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.
"მნიშვნელოვანი ის არ არის მე ვუჭერ ან არ ვუჭერ მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას. მნიშვნელოვანია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია. ამის დროც დადგებოდა. მე ვფიქრობ, რომ ამ წუთას ისეთ საგანგებო მდგომარეობაში ვართ, რომ ყველა საკითხმა უკან დაიხია. კიდევ ერთხელ სიმშვიდისკენ მოგიწოდებთ," - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.
საპატრიარქოს გადაწყვეტილება სინოდის ბოლო სხდომაზე უნდა გამოეცხადებინა, მაგრამ მაღალი იერეარქიის სასულიერო პირები თემას არ შეხებიან. უკრაინის ავტოკეფალია კი უკვე მეორე ქვეყანამ, ალექსანდრიამ აღიარა.
სინოდმა ბოლოს გასული წლის დეკემბერში თქვა, რომ ჯერ უკრაინის ტომოსი, ანუ საეკლესიო წესდება უნდა წაიკითხოს. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა.