ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან" საპროტესტო აქცია გრძელდება. რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები უკვე მესამე დღეა ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ.
აქციის ორგანიზატორების თქმით, მათთვის ამ ფილმის ჩვენება შეურაცხმყოფელია და მოქალაქეებს ისევ მოუწოდებენ, არ შევიდნენ პრემიერაზე.
ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ძალები. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებენ.