ბათუმის საქალაქო სასამართლო ქობულეთის მერიის თანამშრომლების აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. დაკავებულია ოთხი პირი, მათ გამოძიება ქრთამის აღებას ედავება. ადვოკატების განცხადებით, დაკავებულებს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე ინსპექტირება ევალებოდათ.