20 ივნისის ღამეს დაკავებული მორის მაჩალიკაშვილისა და ბეჟან ლორთქიფანიძის სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს განიხილავენ. გამოიკითხებიან მოწმეებიც.
ბიოლოგ, ბეჟან ლორთქიფანიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილთან ერთად სასამართლო დღესვე გიორგი ქურდოვანიძისა და ილია მემარნიშვილის საქმეებზეც იმსჯელებს.
ოთხივე მათგანს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება-მონაწილეობაში ადანაშაულებენ. ამ დროისთვის, პატიმრობაში მხოლოდ მორის მაჩალიკაშვილი რჩება, დანარჩენი სამი ბრალდებული სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა.